|
2021-05-10 15:41:30, 908 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა
„საქართველოს ბანკი“ სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა გამოავლინა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი სამომავლო განვითარებისთვის ბანკისგან 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს. გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა „Basement“. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მისია გამოარჩევს. „ტენე“ სადენის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებს, რომელიც გარემოს აბინძურებს და ეკო სისტემას საფრთხის წინაშე აყენებს. შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა. ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბიომეფუტკრეობის და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება „Basement“-ს, ის ქართული ალტერნატიული მუსიკის პლატფორმაა და დამოუკიდებელი მუსიკის, სცენის, მისი მონაწილეებისა და ტენდენციების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რათა დაცული და ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მუსიკალური მემკვიდრეობა. „სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს მეტ მსგავს ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ბანკში გვჯერა, რომ ჩვენი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)