20:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 12:35:46, 1244 ნახვა

ეკონომიკა
ადვოკატი განმარტავს, რომელი პროცედურები იქნება საჭირო ნიკა მელიას გასათავისუფლებლად

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ახლა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხა გადახდილია, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეცვალოს.

ადვოკატის თქმით, არც სასამართლოს და არც პროკურატურას დაცვის მხარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის დატოვებს საპატიმროს ნიკა მელია.

„პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics