|
2021-05-06 13:33:03, 1017 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ციფრები საგანგაშოა, ვიმსჯელებთ დამატებით ლოკალურ შეზღუდვებზე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ზრდა საგანგაშო და საყურადღებოა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, საკოორდინაციო საბჭ იმსჯელებს ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით. „ეს ციფრები საგანგაშო და საყურადღებოა. მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება, ვაკვირდებით, რომ ნიღბის ტარება გაზრდილია 75 პროცენტამდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს 95 პროცენტამდე. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივმართთ რადიკალურ ზომებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მანვე დასძინა, რომ საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლის პიკური მაჩვენებელი, მაისის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. „იმ რიცხვებით, რომელიც დღეს გვაქვს და გათვლებით, მოსახლოდნელია მასისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებლი, მაგრამ თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პოკური მაჩვენებელი და შევლოთ ამ ვირუსის დროში, თავისი რიცხობრივობით მართვა“, - დასძნა ჯანდაცვის მინისტრმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)