23:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 13:42:35, 583 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს ნიკა მელიას დოკუმენტზე უნდა მოეწერა ხელი, არ შეესაბამება სიმართლეს.

მანვე დასინა, რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ვინაიდან და რადგანაც, თანხმობის პროცედურა, ბუნებაში არ არსებობს.

„ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, შესაბამისად, ახლა მათზეა დამოკიდებული, თუ როდის უნდა დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ნიკა მელიას გათავისუფლება, ვინაიდან ერთს მხრივ, პრობლემაა ნიკა მელია პატიმრობაში, მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოუწევთ ნიკა მელიას გათავისუფლება.

ცალსახად შემიძლია მოგახსენოთ< რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართ₾ოს შუამდგომლობით. ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას დღეს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, არ უთქვამს მას ამასთან დაკავშირებით არაფერი, არ არსებობს ეს ბუნებაში და შესაბამისად, ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულებდა ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics