|
2021-05-04 10:16:40, 1137 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრის შემთხვევაში, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება. როგორც ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა „სინოფარმით" აცრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრის შემთხვევაში, გარე სივრცეში ნიღბების ტარება აღარ იქნება სავალდებულო. მისივე თქმით, 300-500 ადამიანის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, უდრის ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს. „აცრების გარეშე და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ქცევებზე, ყველას გვიკეთია ნიღბები, მივეჩვიეთ, მაგრმა თუ ავიცრებით 2-ჯერ 60% მოსახლეობის, ჩვენ გარეთ მოვიხსნით ნიღაბს, თუ ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულაბაში, დღევანდელი საშუალო გვქონდა 1 200- 1 500 აცრა დღიურად, დღეს იქნება 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას, სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა გვექონდეს 5-6 ათასის ფარლებში, მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რომ ყოველდღიურად აღარ იყოს კორონავირუსით ადამიანების გარდაცვალება. 300-500 ადამიანის აცრა არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)