22:08 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 16:14:45, 902 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

„ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო არის უსაფრთხოების არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი მიმწოდებელი ქვეყანაა.

„მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ, 2021 წელს, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიასაც უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. 1999 წლიდან მოყოლებული, ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული რჩება და აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს.

„ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics