|
2021-04-29 16:09:23, 997 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ბრძოლისუნარიანობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მყარი საფუძვლები
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართველ ჯარისკაცებს სიმამაცისა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „ამ მოკლე დროის განმავლობაში ქართულ ჯარს მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა, წარმოუდგენელია იმ უდიდესი ღვაწლის გააზრების გარეშე, რომელიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს და მსხვერპლი გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. სწორედ მათ გმირობასა და თავდადებაზე აშენდა ძლიერი ქართული ჯარი, რომელიც მზადაა საკადრისი პასუხი გასცეს ჩვენს მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა. „მიმდინარე წელი, ისევე როგორც გასული 2020 წელი, დიდი გამოწვევებით აღსავსეა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა, კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების უმაღლესი ნდობა და ყველას ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენი ჯარი, ყოველთვის მზადაა ღირსეულად დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე. უკანასკნელ პერიოდში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში, ჩვენ არაერთ თვალსაჩინო წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასების და მათთვის ღირსეული პირობების განვითარების მყარი საფუძვლები. მომავალშიც გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც მკვიდრდება ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტები. არსებითად განვაახლეთ ჯარის ლოჯისტიკური საშუალებები და გავზარდეთ მობილურობის ხარისხი. თანმიმდევრული რეფორმების გატარებით, ჩვენ მნიშვნელოვნად ავამაღლეთ ჩვენი სამხედროების სოციალური პირობები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)