|
2015-01-31 15:56:04, 3465 ნახვა
სამხედრო
ლევან ღირსიაშვილი: ცენტრის ამოქმედების დეტალები ნატო-ს შემფასებელი მისიის ჩამოსვლისას გაირკვევა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის შეფასებით, ალექსანდრე ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში და ვიზიტის შედეგები ძალიან წარმატებულია იმ პროცესში, რასაც საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა და არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესის დაწყება ჰქვია. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ლევან ღირსიაშვილმა საწვრთნელი ცენტრისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ნატოს დელეგაცია საკმაოდ კმაყოფილი დარჩა ვაზიანის ბაზაზე ჩატარებული საჩვენებელი წვრთნებით,მინდა გითხრათ, რომ პაკეტის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედება. თუ სად იქნება ეს ცენტრი, ამჟამად გადაწყვეტილი არ არის, მიმდინარეობს ამ ეტაპზე ადგილების შერჩევა. მოიაზრება რამდენიმე ადგილი, მათ შორის ვაზიანის ეროვნული საწვრთნელი ბაზაც. ცენტრის დაარსებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ქართული მხარე, თუმცა ამ ინიციატივის ისევე როგორც არსებითი პაკეტის სხვა დანარჩენი ელემენტების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს განახორციელებს ნატოს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მოვლენილი იქნება საქართველოში. თავდაცვის სამინისტრომ, ნატოს შესაბამის სამსახურებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მოამზადა ცენტრის ჩამოყალიბების პირველადი პროექტი და ასევე განსაზღვრა ის ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებელი ცენტრის ამოქმედებაზე და ასევე არამარტო ცენტრის, არამედ პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების განხორციელებაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება ნატოს შემფასებელი მისიის ჩამოსვლა, რომელიც ასევე იქნება დაკომპლექტებული მოკავშირე სახელმწიფოების ექსპერტებით და სწორედ ეს ჯგუფი მოახდენს შეფასებას საქართველოში არსებული შესაძლებლობების, ცენტრის ადგილმდებარეობის და გაირკვევა თუ სად იქნება ცენტრი ამოქმედებული, იქნება ეს ვაზიანი თუ სხვა ადგილი, ასევე განისაზღვრება ფინანსური საკითხები და სხვა ტექნიკური დეტალები“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით რისკები შეფასებულია. მისი თქმით, სწორედ საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და შეიარაღებული ძალების თავსებადობა და დაახლოება ნატოს სტანდარტებთან, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და სწორედ ეს ცენტრი წარმოადგენს იმ უსაფრთხოების დამატებით ელემენტებს, როლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლევან ღირსიაშვილმა მომავალ კვირას დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზეც გაამახვილა ყურადღება. „სწორედ ამ მინისტერიალზე და კომისიის სხდომის შედეგად ჩვენ ველოდებით ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ გაღებულ კონტრიბუციებს, სწორედ ამ მინისტერიალზე გადაწყდება თუ რა კონტრიბუციებს განახორციელებენ ნატოს წევრი სახელმწიფოები, კონკრეტულად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დასაწყებად და ამ პაკეტის წარმატებით დასრულებისთვის“.- განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში, გვიან გაზაფხულზე, ნატოს ჯგუფი ჩამოვა, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ცენტრის კოორდინაციას და მის მხარდაჭერას ქართველ პარტნიორებთან ერთად, არამედ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების და პროექტების განხორციელებას. „მოგეხსენებათ საწვრთნელი ცენტრის გარდა ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამ პაკეტის ფარგლებში. განათლების კუთხით, ლოჯისტიკის კუთხით და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)