|
2021-04-28 11:19:26, 801 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი ამნისტიაზე: დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ - შესაძლოა, ორივეს დავუჭიროთ მხარი, შესაძლოა, არც ერთს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვერსიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, „მოქალაქეებმა“ ორივე პროექტს დაუჭირონ მხარი, შესაძლოა, არც ერთს არ დაუჭირონ. „ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმაში, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ. ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია და ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი რაზე კამათობდნენ. მთავარია, რომ ადამიანი, ვინც დაასახიჩრა მაკო გომური ამნისტირებული არ იქნეს. შეიძლება ორივეს დავუჭიროთ მხარი და შეიძლება არც ერთს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ამნისტიის პროექტზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც პარლამენტში ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)