|
2021-04-28 10:55:54, 2844 ნახვა
რეგიონი
ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, დმანისში მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით შედგა. „ამ პროექტის მომზადება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინვესტორებთან ერთად, ჩვენი სამინისტრო პირველივე დღიდან იყო პროცესში ჩართული. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი შედგა. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენი თხოვნით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ, მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი. ეს არის ფრანგული, სალერსის ჯიში, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რომელიც მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია. დმანისში გახსნილ ახალ ფერმაში გამოყენებულია ტექნოლოგიური სიახლეები, მიღწევები და ფრანგული გამოცდილება. ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე არაადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, რათა მათ, ინვესტიციების განხორციელებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში",- აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ. სამინისტროს ცნობით, შპს „დმანისის მეცხოველეობა“ ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმაა. „ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მილიონი ლარია, მათ შორის, 6 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს. დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე, კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური, რომელსაც საქართველოში აგრო-ინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)