|
2021-04-27 14:38:32, 1045 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ ვაქცინა თითქმის 100%-მდე იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა 100%-მდე იცავს ინფიცირებულებს მძიმე მიმდინარეობებისგან და სიკვდილისგან. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა ეფექტურია 18-დან 60-წლამდე ასაკის პირებში, თუმცა რეკომენდებულია 60-წელს ზემოთ პირებშიც. „სინოფარმი“ გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთში, სერბეთში. მხოლოდ სერბეთში 2 მილიონი დოზაა გამოყენებული, აღარ ვსაუბრობ 200 მილიონამდე დოზაზე, რომელიც ჩინეთში გამოიყენეს. ვაქცინა არის მაღალეფექტური, 79% არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტით, თითქმის 100%-მდე იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან. რაც არის გამოქვეყნებული კვლევები, 18-დან 60 წლამდე ეფექტურია, თუმცა 60 წლის ზემოთაც არის რეკომენდებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)