|
2021-04-27 13:48:37, 661 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - კრიზისი არ არის განმუხტული და არაფერს შეცვლის პარლამენტში 2 დეპუტატი შემოვა, თუ 22
„კრიზისი არ არის განმუხტული და არაფერს შეცვლის პარლამენტში 2 დეპუტატი შემოვა, თუ 22“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისი მანამ იარსებებს, სანამ ადამიანები არ ირწმუნებენ, რომ საქართველოში ცხოვრება ღირს. „ბევრი განცხადება მოვისმინე და ზოგი სავსე იყო სიყალბით და ზოგი სადღეგრძელოებით, საღი აზრის მქონე ადამიანი, ვინც ამ განცხადებებს ისმენს, არამგონია შდაბეჭდილება დარჩეს, რომ კრიზისის რომელიც არსებობს, ამის დამძლეველები ჩვენ ვართ. კრიზისი არ არის განმუხტული, აქ ვინ შემოვიდოდა და ვინ არა ეს არ წყვეტდა კრიზისის ბედს, კრიზისი არის ის, რომ ადამიანებს და ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში დარჩენა ღირს, ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე. ეს არის კრიზისი, სანამ ადამინებს გარეთ იმედი არ გაუჩნდებათ, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება და აქ დარჩენა, მანამ კრიზისი დაძლეული არ იქნება, მიუხედავთ იმისა, რომ პარლამენტში ორი პარლამენტარი შევა თუ თუ ოცდაორი, ეს არაფერს არ შეცვლის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)