|
2021-04-26 13:12:53, 1343 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას - ონლაინ განვადებას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს. ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებლმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგავრი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში) განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და გრაფიკი. რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება მაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესს მიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას. „ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოში წამყვანი და წარმატებული განვადებების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც მომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები და ინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ. აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელი სასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთან და მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლებს. მერჩანტები კი პირველ რიგში პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზე ინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურ მყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/online-installment/
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



