|
2021-04-23 18:53:11, 601 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრი ეტაპობრივად შეხვდება ყველა ბიზნესინდუსტრიას და ყველა დარგს
ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს. „როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და პარალელურად, პანდემიასთან ბრძოლა მარტივი ამოცანა არ არის. მინისტრის განცხადებით, ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო და სწორედ ამიტომ ეს არის სფერო, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ყველაზე მეტად დაეხმარა და ეხმარება. „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზე ვართ, ქვეყანაში მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან მოჰყვა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)