|
2021-04-23 10:43:34, 542 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი:2010-20 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაზრდილია 8-ჯერ, რაც ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე და სხვა მიწვეული სტუმრები მონაწილეობდენ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი დავით თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები და ის მიმართულებები, რაზეც, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს. „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს და მომავალს ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით აღებული ვალდებულებების სრულ და უპირობო შესრულებაში - ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე ბაზრები და ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ზრდას" - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ. „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანული მწვანე პოლიტიკის ფონდია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და გარემოს დაცვის, ასევე ენერგეტიკის საკითხებზე მუშაობს.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)