|
2021-04-22 13:46:17, 492 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში Fintech ფორუმი გაიმართა
USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფინტეკის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ფინტეკ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დიალოგი პროგრამის მიგნებებსა და ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტეკის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების/მექანიზმების შეთავაზებებზე. ფორუმის მიზანია, ქვეყანაში ფინტეკის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იმისთვის რომ ფინტეკის აქტორებმა განავითარონ ნიშური მიმართულებები გლობალურ ეკოსისტემაში და ამავდროლურად მოხდეს ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობა. ფორუმს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორი, ასოციაციები და ფინტეკის კომპანიები. USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობს Fintech– ის კონსულტანტთან, ჩონჩოლ გუფთასთან და კემბრიჯის ბიზნესის სკოლის 5 MBA– ის გუნდის წევრებთან, რომლებმაც იმუშავეს საქართველოში ფინტეკის ინდუსტრიის ამჟამინდელი სტატუსის/მდგომარეობის შესაფასებლად და გასცეს რეკომენდაციები პროცესში ჩართული მხარეებისთვის შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და ათვისების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა აშკარა გამოწვევები ფინტეკის ეკოსისტემის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არაინფორმირებულობისა და დიალოგის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ფორუმის მიზანია ამ აქტორების გაერთიანება, კავშირების დამყარება და მათ შორის თანამშრომლობის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტეკის ლანდშაფტზე არსებული გამოწვევების სწრაფ გადაწყვეტას.
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)