|
2021-04-20 11:29:04, 533 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ ორი მემორანდუმი გააფორმა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს. საუბარია ორ პროექტზე „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“. ორივე პროექტის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს და მათი განხორციელების ვადა 2020-2023 წლებია. „პროექტის „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზანია საქართველოში ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება. რაც შეეხება „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოში (ფაზა II)“, აღნიშნული პროექტის მიზანია პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება. საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში“, - აცხადებენ უწყებაში. მთლიანობაში, პროექტში 46 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება. პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა იან სლივამ. ალტერნატიული სერვისების განვითარების მიმართულებით კი მემორანდუმის ხელმომწერები არიან მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი იან სლივა.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)