15:23 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 19:52:30, 1075 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ  მერიის  სამსახურის უფროსებთან, განყოფილებისა და ორგანიზაციების  ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ  პროექტებზე, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა  და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებზე,  საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასა  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება. შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების 90%  გამოცხადებულია, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დროულად დაწყებასა და დასრულებას.

მოსახლეობა აქტიურადაა  ჩართული მერიაში მოქმედ  სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა კორონა ვირუსის შემთხვევა.  ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით.  ამოქმედდა მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ადგილობრივი ფერმერები უფასოდ სარგებლობენ.

შეხვედრას, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics