|
2021-04-19 16:44:12, 502 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩს ურთიერთთანამშრომლობის სფეროში ახალი ინიციატივები გააცნო
იუსტიიის მინისტრმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. რატი ბრეგაძემ ჰუბერტ ქნირშსთან საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით გერმანიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ გერმანიის ელჩს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი ინიციატივაა, დაიწყოს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელიც გერმანიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდება და საქართველოს იუსტიციის სისტემას დაეხმარება გერმანული მართლმსაჯულების გამოცდილების გაზიარებაში. როგორც რატი ბრეგაძემ განაცხადა არანაკლებ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის. ამის საუკეთესო მოდელი შეიძლება იყოს თანამშრომელთა მივლინებები გერმანიასა და საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის და ორგანიზაციული მოწყობის მიმართულებებით გამოცდილების მისაღებად. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარებისა და, განსაკუთრებით, მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროცესში. საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს. რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის საქმიანობის საფუძველი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტისა და სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესის შემდგომი განვითარება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებებით მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მთავრობის საბოლოო მიზანს − 2024 წლისთვის შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს კი, იქნება საქართველოს მთავრობის, პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)