21:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 14:16:32, 761 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

„მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა" ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამის ფონზე ეტაპობრივად მიმდინარეობს ტურისტული სექტორის აღდგენაც.

„დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ვიზეარმა" - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - პირველი რეისი უკვე შესრულდა ვილნიუსიდან, ასევე ვარშავიდან"  - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის მიერ მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან. ეტაპობრივად აღდგება სხვა მიმართულებებიც.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ  ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics