|
2021-04-18 19:35:57, 559 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები გადამწყვეტი საკითხებია | ველოდებით განახლებულ დოკუმეტს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ გადამწყვეტი საკითხი მათთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვაა. მისივე თქმით, ისინი მოლაპარაკებებზე სწორედ ამ ორი პუნქტის განხილვას აპირებენ და ელოდებიან განახლებულ დოკუმენტს. “იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ევროკავშირის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მედიატორობით შეხვედრა იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)