|
2021-04-18 14:58:25, 564 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - ეგოიზმი დავრთგუნოთ, სხვა შეგვებრალოს, გვქონდეს სიყვარული და მაშინ შევძლებთ გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანებს არა საკუთარი თავი არამედ სხვისი გახარება, სხვაზე ზრუნვა უნდა უნდოდეთ. მისივე თქმით, მხოლოდ ეგოიზმის დათრგუნვით და სიყვარულით შეძლებენ ადამიანები ნამდვილ ქრისტიანებად გახდომას. „როდესაც ადამიანის ძარღვებში ჩქეფს ასეთი სიყვარული, რომელიც ფიქრობს მოყვასზე, მის მსახურებაზე, აი, დღეს პირველ სახარებაში იყო ასეთი სიტყვები: „თუ გინდათ, რომ დიდნი იყოთ, იყავით სხვების მსახური, და თუ გინდა, პირველი იყო, იყავი სხვების მონა“. ეს ნიშნავს, რომ თავდავიწყებით, შენი თავი აღარ გახსოვდეს, შენ უნდა გინდოდეს, სხვას ემსახურო, სხვა გაახარო და თუ არის ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სულში, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს ასეთი სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ქრისტიანები. ეს დიდი მარხვა ამისთვის არის, მაგრამ თუ ვერა, მაშინ დავრჩებით ვინ? – დავრჩებით და გარდავიცვლებით, როგორც ფარისევლები, მხოლოდ ცარიელი ფორმის დამცველები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენ გარდავიცვალოთ, როგორც ფარისევლები, არამედ იმისთვის მოვიდა, რომ გვაცხონოს და გადაგვარჩინოს, როგორც აი, ეს მეძავი დედაკაცი შეიწყალა და გადაარჩინა მისი სიყვარულის გამო და როგორც ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი გადაარჩინა, რომლის ლოცვით შეგვიწყალოს ჩვენ უფალმან ყოველნი ჩვენგანნი”, - განაცხადა მეუფე შიომ.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)