22:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 11:31:12, 679 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ახალ მეურნეობაში  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

„სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, პირველად წარმოებაში  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მაგალითია“, - განაცხადა  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძის განცხადებით,  სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება,  რაც მისასალმებელი ფაქტია.  

სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „მაგემე“ ხორციელდება.

სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო გრანტები და  შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შექმნილია 40-ზე მეტი ახალი საწარმო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics