|
2021-04-17 11:44:33, 507 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი საქართველოში სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა. ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების საკითხებზე, დაზარალებულის გამოკითხვის, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვების და დამუშავების პროცესზე, ასევე, გამოძიების დროს სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის თაობაზე და ა.შ. სასწავლო კურსის დახურვას აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. აშშ-ის ელჩმა სექსუალური ძალადობის გამოძიების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)