|
2021-04-16 17:21:21, 503 ნახვა
საზოგადოება
საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ განახორციელა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს. შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)