|
2021-04-14 23:01:47, 778 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. „დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დათმობებზე, რომელზეც ინვესტორი კომპანია წამოვიდა და, შესაბამისად, გადაიდო კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა. „იცით, რომ მე და ბატონი ლევან დავითაშვილი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმოებებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს და ესეც არის ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრების, კომუნიკაციის გამოძახილი. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, სამთავრობო უწყებები არ აკლებენ მცდელობას, რომ დიალოგი შედგეს ყველაზე უფრო კატეგორიულ ჯგუფთან - ესენი არიან უშუალოდ აქტივისტები, ვინც ნამოხვანში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. „როდესაც ცაგერში ვხვდებოდით მოსახლეობას და დავინახეთ, რომ უშუალოდ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მე და ლევან დავითაშვილმა მყისიერად გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით და მათ შევხვდით ადგილზე, უშუალოდ ნამოხვანში. შემდეგ უკვე შეთანხმდა და დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა ქუთაისში, სადაც ორი მინისტრი ჩავედით და ჩავიყვანეთ ათამდე უძლიერესი სპეციალისტი, ჩვენი გუნდის წევრები, როგორც იურისტები, ასევე გარემოს დაცვის სპეციალისტები, გეოლოგები, სეისმოლოგები. სამწუხაროდ, მაშინ ის შეხვედრა ჩაიშალა და ვერ შედგა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ჩვენ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე უფრო სწორი და ეფექტური იქნება, სპეციალისტებთან იყოს ეს შეხვედრა და მათგან მოისმინონ ყველაზე კომპეტენტური პასუხები, რადგან ჩვენ ეს პასუხები გაგვაჩნია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)