04:11 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 16:16:27, 769 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა: მოსაფიქრებლად არც გასულა - ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა

ნათელი იყო, რომ მოსამართლე პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გირაოს ნაცვლად ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რითაც გააბათილა ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ახორციელებდა.

„ნათელი იყო, რომ მოსამართლე პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მოსაფიქრებლად არც გასულა, ადგილზევე დატოვა ძალაში პატიმრობის მოთხოვნა. მთელი აბსურდი იცით რა არის? ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მათ შორის უცხოელებთან და საზოგადოების წინაშე ამტკიცებდნენ, რომ თუ ნიკა მელიას სურდა გირაოს გადახდა, ამის ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად გირაოს მოთხოვნისა, პატიმრობა მოითხოვეს და ამით გააბათილეს ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში  დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics