23:55 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 11:21:25, 868 ნახვა

სამხედრო
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი.

„დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დოკუმენტით განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური ხდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics