23:03 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 17:02:09, 874 ნახვა

ეკონომიკა
„აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ მარტში საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა 18 მიმართულებით იყო შესაძლებელი, ზაფხულის სეზონზე კი 27 მიმართულება დაემატება

COVID 19- ის გავლენა ავიაციაზე და სამომავლო პერსპექტივები - ეს იმ ვებინარის ძირითადი თემა იყო,  რომელზეც საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა ისაუბრა. 

უკვე მეორე თვეა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებინარების ყოველთვიური სერიას მართავს, რომელიც COVID 19-ის გავლენას ტურიზმზე,  საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რიგით მეორე ვებინარის მთლიანად საავიაციო ინდუსტრიას დაეთმო. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ვაკო ჭილაშვილმა საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენს, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა. ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა, 2019  წელს გლობალურმა ზრდამ  4.9%-ი შეადგინა,  ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6%-ის დონეზე დაფიქსირდა.

,,საქართველოს საავიაციო ბაზარი - 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 15%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ. გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა.  შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ  640%-ი შეადგინა. თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020 ასევე 2021 წლის მოლოდინები.

COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისების გაუქმება მოხდა. მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.

“მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა.

პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, -ამბობს ჭილაშვილი.

მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება. ,,გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45%-თაც კი აღდგეს“, -  განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics