23:04 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 15:27:53, 2179 ნახვა

ეკონომიკა
სესხი შენთვის - „თი ბი სის“ ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით.

პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი - ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbccredit.ge  ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის  ზუსტად ასეთი პროდუქტია," - გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი.

გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გაანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის,  მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს -  www.tbccredit.ge  ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს -  *2727.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics