|
2021-04-07 12:17:50, 1818 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში გამართეს შეხვედრა. თავდაცვის დელეგაციის წევრებს ლატვიის სეიმის სპიკერმა ინარა მურნიეცემ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ლატვიის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს იყენებს. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქართულმა მხარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ლატვიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვანი როლი. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიელ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელთან.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)