|
2015-01-31 10:39:32, 1159 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლითი პროგრამა „ტაიექსის“ (TAIEX) და მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტ „საიეკას“ (CIECA) ექსპერტებმა სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ და ევროპელ ექსპერტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს. მათ ასევე ისაუბრეს მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე, რომელიც მომავალში დაინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ემსახურებიან. მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემის უზრუნველსაყოფად ისინი მუდმივად გადიან სხვადასხვა ხასიათის პროფესიულ გადამზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)