08:46 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 14:44:00, 780 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციას მოლაპარაკება არ ჩაუშლია და „ოცნებისგან“ განსხვავებით, საჯაროდ თქვა, რომ არ ეთანხმებოდა 2 პუნქტს

ოპოზიციის შეხვედრაზე მოვედი, რათა მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები და გავიგო, თუ რას ფიქრობენ ისინი, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დარწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციას არ ჩაუშლია, „ქართული ოცნება“ კი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა პუნქტზე იყო თანახმა, სინამდვილეში, ყველაფერზე უარს ამბობდა.

„ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან რაიმე ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია, ეს არის პირველი შეხვედრა კრიტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მეორე მოლაპარაკების რაუნდის შემდეგ, აქ არის უამრავი პარტია, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა შეხვედრაზე. მე მოვედი, რადგან მაინტერესებს მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები, მოვისმინო რას ფიქრობენ.

ოპოზიციას არ ჩაუშლია არაფერი, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და ეს თქვა საჯაროდ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ვირეშმაკობს და ამბობს, რომ ვითომ თანახმა იყვნენ, სინამდვილეში კი, არაფერზე არ იყვნენ თანახმა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics