2021-04-03 11:13:47, 731 ნახვა
პოლიტიკა
„სირცხვილია“ - პოლიცია პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევს
პოლიცია პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევს, - აღნიშნულ განცხადებას მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.
„სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან. ჯერ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს გვინდოდა, გზას არ კეტავდა. პოლიციამ უარი თქვა - პარლამენტის მხარეს გადადითო. გადავედით და 2 წუთში აღმოჩნდა, რომ არც აქ შეიძლება სცენის დადგმა. პარლამენტის წინ ვართ და გელოდებით! სცენა უნდა დაიდგას!", - აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ე.წ კომენდატის საათის მოხსნის მოთხოვნით მსვლელობას გამართავენ, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიწყება და ბოლოს, 18:00 საათზე პარლამენტთან გადაინაცვლებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან