2021-04-02 14:18:57, 692 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად აღქმაა საჭირო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, 7 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აუცილებელია, ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად აღქმა.
„მე არ შემიძლია, რომ ვისაუბრო ევროპარლამენტარების ან ინდივიდუალური წევრების სახელით, თუმცა მათი განცხადება წავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ არის რამდენიმე ცხადი გზავნილი და აუცილებელია ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად აღქმა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 7-მა ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, იმედგაცრუება გამოთქვა და არ გამორიცხა, რომ აღნიშნული შედეგის გამო საქართველოს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება შეუწყდეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან