|
2021-04-02 12:35:20, 735 ნახვა
პოლიტიკა
ჰედერ კონლი - ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, პრიორიტეტად უნდა აქციონ ქვეყანა და არა პოლიტიკური ვაჭრობა
საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის მთავარია პოლიტიკური ვაჭრობა და არა ქვეყანა, - ამის შესახებ „სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის პროგრამების დირექტორმა, ჰედერ კონლიმ განაცხადა. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, სამწუხაროა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ჰედერ კონლიმ. მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე და პრიორიტეტად არა პოლიტიკური ვაჭრობა, არამედ ქვეყანა უნდა აქციონ. „ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა“, - აღნიშნა კონლიმ. მანვე დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების პროტესტი დემოკრატიული უფლებაა, თუმცა რამდენად მივა ეს შედეგამდე, რომელიც სურთ, უცნობია. „ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს“, - დასძინა მან.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)