08:03 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 13:34:35, 724 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ არ გაჟრიალებია, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი რუსულად მღეროდა

ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდოამრემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის პარალელურად გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს და ამბობს, არის ფარსი.

მანვე დასძინა, რომ ოპოზიცია არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს ანგენტორული ინტერესების შესაბამისად.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. რატომ მოხდა ასე? ერთი სტვენა გახსოვთ თქვენ? გახსოვთ თუ არა იქ ვინმე სცენაზე ავარდნილი? არ გახსოვთ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი არის ფარსი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. არავის გაჟრიალებია ამაზე, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა არავინ სცრატომ? სინამდივლეში, ისინი არენაზე, რატომ არ მოითხოვა არავინ თუნდაც იმ სიმღერის გამორთვა? ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics