|
2021-03-29 11:43:08, 974 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მილიონი ლარის სესხი გასცეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს. მათივე მონაცემებით, გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის. ამასთან, სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა. „საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3 პროცენტს შეადგენდა. საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილი თბილისზე (66.3 პროცენტი) მოდის, აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 193 ლომბარდია რეგისტრირებული. აქედან 46.1 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ რეგიონებში“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)