05:06 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 10:51:32, 1300 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ 2019-2020 წელს ფერმერებს 3 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა - აგროდაზღვევა

„თიბისი დაზღვევა“ 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ფერმერებს ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს, რაც სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის შესაძლო განადგურებას შეიძლება მოჰყვეს.

ფერმერების ცხოვრების გასამარტივებლად, აგროდაზღვევა შემდეგ გათვალისწინებულ რისკებს ფარავს:

·        სეტყვა

·         წყალდიდობა

·         ქარიშხალი

·         საშემოდგომო ყინვა

„თიბისი დაზღვევის“ დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი შემდეგი კულტურების დაზღვევა:

·        მარცვლეული

·        პარკოსანი

·        ბოსტნეული

·        ბაღჩეული

·        ხეხილი

·        კაკლოვანი

·        ვაზი

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ფილიალებში.

„აგროდაზღვევა ქართველი ფერმერების საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კონკურენტული ბაზარიცა და პროდუქტზე მოთხოვნაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. თიბისი დაზღვევის მიზანია  ფერმერებს მაქსიმალური კომფორტი და სიმარტივე შევთავაზოთ როგორც დაზღვევის შეძენის, ისე მოხმარების (ანაზღაურების) დროსაც, ამით კი  საბოლოოდ მათი ცხოვრების გამარტივებას მოვახერხებთ“,  - განაცხადა „თიბისი დაზღვევის“ მცირე და საშუალო ბიზნესის ალტერნატიული გაყიდვების უფროსმა, ოთარ ცხვიტარიამ.

აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ხოლო სხვა კულტურებისთვის თანადაფინანსება 70%-ია.

ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც  შეუძლია.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მხოლოდ ის, რომ მიწა რეგისტრირებული იყოს  საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. 

თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს:

032 2 42 22 22





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics