|
2021-03-26 16:45:41, 895 ნახვა
რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას" ვაქცინით პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ზაალ მიქელაძე აიცრა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰემოდიალიზის განყოფილება დაათვალიერა, რომელიც უახლესი თაობის აპარატურითაა აღჭურვილი. მინისტრის განცხადებით, ახალი განყოფილება საშუალებას იძლევა პაციენტებს ჩაუტარდეს ჰემოდიაფილტრაცია და გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი. აჭარაში , ეკატერინე ტიკარაძემ ახალი ლაბორატორიაც დაათვალიერა ,რომელიც სრულად აღჭურვილია უკანასკნელი თაობის აპარატურით, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მოსახლეობას დიდი დახმარება გაუწია. ადგილზე ჰემოდიალიზის განყოფილებაც დავათვალიერეთ, რომელიც 56 პაციენტს მოემსახურება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამედროვე ლაბორატორიაა, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 150 000 ევროს ღირებულების ჰემოდიალიზის აპარატურისა და საწოლების შეძენა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხდა.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)