|
2021-03-26 12:47:57, 761 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, „ჯორჯიან ნექტარი“ საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა 125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს, საწარმო კი წვენების რეალიზაციას ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპისა და არაბეთის არაერთ ქვეყანაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებელს ქართული ხილით დამზადებულ, ბიო-ორგანული ხაზის პროდუქციას სთავაზობს. წვენები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საწარმოსთვის მინიჭებული არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ შორის ISO 22000და ORGIFOAMPCSC211902-A. კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და თანამშრომელთა რიცხვის შესაბამისი ზრდაა. „2017 წლიდანსაქართველოს ბანკი ნატურალური წვენების საწარმოს პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ბიზნესი, მისი პროდუქცია კი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდამ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)