05:17 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 17:32:34, 598 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში (TTPP) შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.

პროექტის ფარგლებში შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები, კერძოდ, პროექტები, რომლებიც არის ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომერციალიზაციის გეგმებიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, მათ ინდუსტრიულ პარტნიორებთან წარსადგენად,  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 74 საპროექტო განაცხადიდან მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიების შესწავლას ბიზნესის, ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში,  13 პროექტი გადავიდა. აღნიშნული 13 პროექტიდან შერჩეულ იქნა  კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია, მათი განვითარებისთვის კი შემუშავდა კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები, რომელთა შესაბამისად,  თითოეულ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან ტექნოლოგიის ლიცენზირების ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით. პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა:  AIRBUS, Airbus Helicopters, Naval Group, CAOSA, MMC და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics