|
2021-03-24 02:03:20, 607 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ-ს თავდაცვის მდივანთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წითელ ხაზებს არასდროს გადაკვეთს
„აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხლა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო. „რაც შეეხება შიდა პლიტიკურ ნაწილს, საუბრისასაც აღინიშნა, რომ ჩვენი უწყება არ შევა სიღრმეებში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს. სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები, პორტში მათი ფლოტის ვიზიტები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ ჩვენი პარტნიორობისთვის., ბუნებრივია ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს ჩემი პირადი აზრით უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრის განმარტებით, საქართველო მესამე ქვეყანაა ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რომელთანაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი შედგა. ”გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორობას, თანამშრომლობას, ასევე იყო დიდი გამოხმაურება ტვიტერზეც, რაც ძაილიან იშვიათია. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორობაზე, ავღანეთის მისიაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენი როლი ფასდაუდებელია. რა თქმა უნდა პირობა მივეცით, რომ ავღანეთში ვიქნებით ვიდრე მისია არ დასრულდება. მზად ვართ ყველგან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ვიბრძოლოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ბუნებრივია საუბრისას ჩვენ შევეხეთ რუსულ აგრესიას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. რა თქმა უნდა შევეხეთ საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასაც. ყველა ეს საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ჭრილში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდაპოლიტიკური ვითარება. ორივე მხარის ინტერესში შედის, რომ თავდაცვის უწყებას ყოველთვის ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ამის გარანტი პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრია. რა თქმა უნდა მეც და ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ეს გზავნილი უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგის გზავნილებსაც გამოეხმაურა. „რუსეთის ის გარემოება, რაც შეიქმნა დღეს ჩვენს რეგიონში, უფრო მეტად აფიქრებს ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)