|
2021-03-23 16:48:38, 587 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ზღვიდან 2 000 მეტრზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა
ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 15 კაცზე გათვლილი თავშესაფრის მოწყობას ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტის დალაშქვრის მსურველებს ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფარში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ. ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფარში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, სველი წერტილი იქნება გათვალისწინებული. კლიმატური პირობებისა და რელიეფის გათვალისწინებით დაპროექტებულ შენობაში ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.
ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)