2021-03-23 12:16:20, 465 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხული მოსახლეობის 47% ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას კოვიდვაქცინაზე ენდობა, 15% კი, არა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რამდენად ენდობით ან არ ენდობით ინფორმაციას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ შემდეგი წყაროდან - თქვენი რელიგიური ლიდერი/ეკლესია“, გამოკითხული მოსახლეობის 47% აცხადებს, რომ ენდობა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 15% არ ენდობა ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ, 33% კი აცხადებს, რომ არ იღებს ინფორმაციას აღნიშნული წყაროდან.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან