2021-03-23 12:04:56, 631 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 23%-სთვის „ქართული ოცნებაა“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 14% კი, პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხული მოსახლეობის 7% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“, ასევ 7% სხვა პარტიებს ასახელებს.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან