|
2021-03-19 15:21:15, 889 ნახვა
რეგიონი
წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ. გრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა. „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება - შენახვა - რეალიზაციის მიმართულებით. 2020 წელს, ამავე პროექტით დაფინანსდა 18 პროექტი და დასაქმდა 100 მდე ადამიანი. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ღონისძიებებზე. ტყეების მდგრადი მართვის მიზნით გატარდება ზომები ტყის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)