|
2021-03-19 10:36:25, 559 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე მინიმუმ უსინდისობაა
ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე არის მინიმუმ უსინდისობა, - ასე ეხმაურება „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, „ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა“ ხალხისთვის. ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე, ისევე, როგორც ბ) ნებისმიერი, თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა, გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, არის მინიმუმ უსინდისობა. სინამდვილეში რა არის, არ დავწერ. 1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე; 2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი; 3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი ჰაერი; 4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი; რეალურად არ იდო არაფერი. მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის“ გაუარესებული ვერსია გაუარესება ხდებოდა „ოცნების“ მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის) ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ „ოცნების“ მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება. არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა, ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა, თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ. ესაა მოცემულობა. პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)