|
2021-03-18 15:12:59, 570 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: საქართველოში შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი
„გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა, რომელიც ჩვენ გვქონდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება არ აღვნიშნო პარლამენტის მნიშვნელოვანი ჩართულობა და წინა მოწვევის პარლამენტს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. 2020 წელი იყო გადამწყვეტი ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებისა და სამრეწველო სექტორიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების და პრევენციის კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და ახალ პასუხისმგებლობით სისტემას აყალიბებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებთან და პოლიტიკასთან. ამ შემთხვევაში, მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუკი საწარმო დააბინძურებს და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბუნებას, საწარმოს უჩნდება ვალდებულება, რომ თვითონვე გამოასწოროს და დამაბინძურებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის თვითონ იღებს ხარჯებს, ანუ ის არის უშუალო პასუხისმგებელი. მსხვილმასშტაბიან საწარმოებს, რომელთა საქმიანობის შესაძლებლობა უკავშირდება გარემოს დაბინძურების რისკს, 2023 წლიდან უჩნდებათ გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის პასუხიმგებლობა და ეს არის მნიშვნელოვანი ქმედითი ინსტრუმენტი. თუკი საწარმო დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომა იქნება ძალიან მაღალი. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველო პირველია, სადაც შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი. ეს არის საყოველთაო პრაქტიკა დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, მოქმედებს ასეთი ფონდი, რომლის მიზანიც არის, როგორც წარსულში, ანუ ისტორიულად დაბინძურებული საიტების გამოსწორება ისე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსური რესურსების გაჩენა, რათა პრობლემები გადაიჭრას, მოხდეს არსებული დაბინძურებული კერების გაუმჯობესება, გარკვეული ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც ამათუიმ არეალში გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ასევე მსხვილ საწარმოებს, როგორიც არის მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სხვადასხვა მძიმე ინდუსტრია, მათ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შემცირების მიზნით უჩნდებათ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს, თანამედროვე ფილტრაციის სისტემების მონტაჟს და ასევე სპეციალური თვითმონიტორინგის სისტემების განთავსებას. ეს არის მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც უკვე მიმდინარე წლიდან შედის ძალაში. კანონმდებლობა მომზადდა ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაციით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ისე რომ ეს საზოგადოების ყველა მხარის ინტერესს გამოხატავდეს და ჩვენ სამრეწველო ქალაქებში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები იყოს ბევრად უკეთესი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება. ამ მიმართულებით უკვე წელს იქნება მნიშვნელოვანი შედეგები. 2022 წლიდან ჩამოყალიბდება ახალი მიმართულება სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, რომელიც იზრუნებს ამ პასუხისმგებლობის კანონმდებლობის სწორად იმპლემენტაციაზე. ამავე პაკეტის ფარგლებში, არის 2020-22 წლების რუსთავის ქალაქის ჰაერის ხარისხის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში 60 მილიონიან დანახარჯებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რაც ძალიან კომპლექსურია და, მსგავსად თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა, მოიცავს, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკას, ისე გამწვანებას და სხვა ღონისძიებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)