03:23 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:43:00, 453 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი დავითაშვილს: თქვენი ჩასვლის შემდეგ, „ნამახვანჰესის" აქციაზე მეტი ხალხი გამოვიდა - ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი

ალეკო ელისაშვილმა თქვა, ომწაგებული გენერლები თავს იკლავდნენო და მე მგონი, თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

„28 თებერვალს შედგა პირველად ყველაზე დიდი აქცია, ქუთაისში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ამის შემდეგ თქვენ ჩაბრძანდით მოსალაპარაკებლად და თქვენი ჩასვლის შემდეგ, მეორე აქციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა და ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ მათ მოსასმენად და გამოიქეცით იქიდან, ასე აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას, სანამ მთელი საქართველო არ გამოვა და ფეხზე არ დადგება, ასეთი „წარმატებული კომუნიკაციით“ აპირებთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაგრძელებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics